https://sputnik-georgia.com/20250328/saqartvelom-2026-wlis-zamtris-olimpiadaze-pirveli-licenzia-oipova-292691273.html
საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა
საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა
Sputnik საქართველო
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურები სწორედ ბოსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდება. 28.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-28T11:55+0400
2025-03-28T11:55+0400
2025-03-28T11:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/02/292319017_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_7be85773a7de39dc535d6623990d40ff.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს. ფიგურულ ციგურაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით პერიოდში იმართება, აშშ-ის ქალაქი ბოსტონი მასპინძლობს. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი იღებს. ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის შედეგად 202,21 ქულა დააგროვეს, მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზიაც მოიპოვეს. ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში 71,68 ქულა მიიღო და მეოთხე პოზიცია დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი 130,53 ქულა დაიმსახურა და მეექვსე შედეგი აჩვენა. წელს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მატელკინას წყვილმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. ოქროს მედალი მათ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია და ლუკა პირველი სპორტული წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ვერცხლის მედალი მათ შარშან მოიპოვეს. რაც შეეხება საქართველოს გუნდის სხვა წარმომადგენლებს, მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა ნიკა ეგაძემ. მან 90,39 ქულა დაიმსახურა და ამ ეტაპზე მეექვსე ადგილზეა. ეგაძე თავისუფალი პროგრამით 30 მარტს იასპარეზებს. 28 მარტს რიტმული ცეკვით მაყურებლის წინაშე წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. ჩემპიონატს გამოეთიშა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლო. მოკლე პროგრამაში მან 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა. ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურები სწორედ ბოსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდება. ამასთან, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები იმ 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად, რომლებიც ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღებენ მონაწილეობას. 2026 წლის ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქებში მილანსა და კორტინა დ"ამპეცოში გაიმართება. გასულ წელს მსოფლიოს პირველობას ფიგურულ ციგურაობაში კანადის ქალაქმა მონრეალმა უმასპინძლა. მაშინ ნიკა ეგაძემ და ანასტასია გუბანოვამ მე-13 ადგილი გაინაწილეს, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი მე-7 ადგილზე, დიანა დევისას და გლებ სმოლკინის წყვილი კი მე-12 ადგილზე გავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/02/292319017_37:0:1174:853_1920x0_80_0_0_50870b7f610bdc0c3f016b3d3dab3789.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურები სწორედ ბოსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდება.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.
ფიგურულ ციგურაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით პერიოდში იმართება, აშშ-ის ქალაქი ბოსტონი მასპინძლობს. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი იღებს.
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ორი პროგრამის შედეგად 202,21 ქულა დააგროვეს, მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზიაც მოიპოვეს.
ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში 71,68 ქულა მიიღო და მეოთხე პოზიცია დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი 130,53 ქულა დაიმსახურა და მეექვსე შედეგი აჩვენა.
წელს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მატელკინას წყვილმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა. ოქროს მედალი მათ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია და ლუკა პირველი სპორტული წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ვერცხლის მედალი მათ შარშან მოიპოვეს.
რაც შეეხება საქართველოს გუნდის სხვა წარმომადგენლებს, მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა ნიკა ეგაძემ. მან 90,39 ქულა დაიმსახურა და ამ ეტაპზე მეექვსე ადგილზეა. ეგაძე თავისუფალი პროგრამით 30 მარტს იასპარეზებს.
28 მარტს რიტმული ცეკვით მაყურებლის წინაშე წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი.
ჩემპიონატს გამოეთიშა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლო. მოკლე პროგრამაში მან 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა.
ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურები სწორედ ბოსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდება. ამასთან, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები იმ 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად, რომლებიც ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღებენ მონაწილეობას. 2026 წლის ოლიმპიური თამაშები იტალიის ქალაქებში მილანსა და კორტინა დ"ამპეცოში გაიმართება.
გასულ წელს მსოფლიოს პირველობას ფიგურულ ციგურაობაში კანადის ქალაქმა მონრეალმა უმასპინძლა. მაშინ ნიკა ეგაძემ და ანასტასია გუბანოვამ მე-13 ადგილი გაინაწილეს, ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი მე-7 ადგილზე, დიანა დევისას და გლებ სმოლკინის წყვილი კი მე-12 ადგილზე გავიდა.