https://sputnik-georgia.com/20250328/rogor-sheicvala-pasebi-samrewvelo-produqciaze-292696797.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა. 28.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-28T22:09+0400
2025-03-28T22:09+0400
2025-03-28T22:09+0400
საქართველო
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663192_0:103:1000:666_1920x0_80_0_0_2177bfeb16f3bea03128c53e00e8d588.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,5%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 2,3%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 30,1%-ით.2025 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა.ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 9,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 2,5%-ით.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 37,4%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,8%-ით, მათ შორის სასმელებზე - 11,2%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,7%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,5%-ით გაძვირდა.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის თებერვალში 2,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/07/251663192_140:93:904:666_1920x0_80_0_0_f4f4a000975e47af634143519c1bf340.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
საქართველო, ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,5%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 2,3%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 30,1%-ით.
2025 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით გაიზარდა.
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 9,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 2,5%-ით.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი თებერვალში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,1%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 37,4%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 6,8%-ით, მათ შორის სასმელებზე - 11,2%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,7%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 5,5%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის თებერვალში 2,4% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.