https://sputnik-georgia.com/20250328/ras-vsuntqvt-qveynis-teritoriaze-atmosferul-haersi-myarma-nawilakebma-imata-292694819.html
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
Sputnik საქართველო
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება. 28.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-28T18:49+0400
2025-03-28T18:49+0400
2025-03-28T18:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22862/22/228622257_0:159:2048:1311_1920x0_80_0_0_29e2b87e7115ede0e8f6418d191ef91b.jpg
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან, 28 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები. PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22862/22/228622257_44:0:2004:1470_1920x0_80_0_0_59257c3b2716e4e8c596039fe3a96639.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან, 28 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).