https://sputnik-georgia.com/20250328/bankebis-mier-gacemuli-kreditebi-i-gaizarda-292694690.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა თებერვალში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა თებერვალში გაიზარდა
Sputnik საქართველო
თებერვლის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 28.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-28T17:56+0400
2025-03-28T17:56+0400
2025-03-28T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_6be5cf891f3de09508c21d269a3dd06f.jpg
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, 108,11 მლნ ლარით, ანუ 0,17%-ით შემცირდა და 1 მარტისთვის 62,58 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 275,56 მილიონი ლარით, ანუ 0,78%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 383,66 მილიონი ლარით, ანუ 1,4%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,24%-ით ნაკლებია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 17,89 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე 1,42%-ით ნაკლებია.2025 წლის თებერვალში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,39%-ით, ანუ 122,98 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, 32,06 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,86% შეადგინა, რაც 0,54 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის 1 თებერვლის მაჩვენებელზე.თებერვლის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/66/234066642_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_e285027f4624c1690e56c54e17ff86d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა თებერვალში გაიზარდა
თებერვლის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, 108,11 მლნ ლარით, ანუ 0,17%-ით შემცირდა და 1 მარტისთვის 62,58 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 275,56 მილიონი ლარით, ანუ 0,78%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 383,66 მილიონი ლარით, ანუ 1,4%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის თებერვლის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,61 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,24%-ით ნაკლებია. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 17,89 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელზე 1,42%-ით ნაკლებია.
2025 წლის თებერვალში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 0,39%-ით, ანუ 122,98 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, 32,06 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 56,86% შეადგინა, რაც 0,54 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის 1 თებერვლის მაჩვენებელზე.
თებერვლის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.