საქართველომ რუსულ ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოქმედება გაახანგრძლივა

ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2025
გამოწერა
200 კილოგრამზე მეტი იმპორტის შემთხვევაში ერთი კილოგრამის ფქვილის იმპორტის გადასახადი 30 თეთრს შეადგენს
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. რუსეთიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო.
28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს უწევს ყოველ კილოგრამზე 0,30 ლარის (ანუ ტონაზე 300 ლარი) გადასახადის გადახდა (0,25 თეთრის ნაცვლად) . გადასახადი ქერსა და ქატოზეც და გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარს შეადგენს.
ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი თავდაპირველად მოქმედებდა 2023 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მოქმედების ვადა ჯერ 1 მარტამდე გაგრძელდა, შემდეგ 2024 წლის 1 სექტემბრამდე. სექტემბერში კი მთავრობამ გადასახადი 2025 წლის 1 მარტამდე გაახანგრძლივა, მეოთხედ კი თებერვალში - 2025 წლის 1 აპრილამდე.
გადასახადის დაწესება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
პურის მწარმოებლები მის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მსოფლიო ბაზრებზე ფქვილის ბოლოდროინდელმა გაძვირებამ შესაძლოა ქვეყანაში პურის გაძვირება გამოიწვიოს.
მეწისქვილეთა კრიზისი
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია მათ შორის ხორბლისაც.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0