https://sputnik-georgia.com/20250327/winaswari-setyobinebis-sistemebi-montajdeba-292684216.html
11 მდინარის აუზში წინასწარი შეტყობინების ინფრასტრუქტურა მონტაჟდება
11 მდინარის აუზში წინასწარი შეტყობინების ინფრასტრუქტურა მონტაჟდება
Sputnik საქართველო
საქართველომ 2018 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. 27.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-27T16:25+0400
2025-03-27T16:25+0400
2025-03-27T16:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282148237_0:463:1200:1138_1920x0_80_0_0_6f8be2efb33f5038ec8205d85b213a0e.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიზნით, 11 მდინარის აუზში წინასწარი შეტყობინების უზრუნველყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურა მონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0a/282148237_0:350:1200:1250_1920x0_80_0_0_99e238db4355d82b9f85d389d217355f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, კლიმატური ცვლილებები და ანომალიები
11 მდინარის აუზში წინასწარი შეტყობინების ინფრასტრუქტურა მონტაჟდება
საქართველომ 2018 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიზნით, 11 მდინარის აუზში წინასწარი შეტყობინების უზრუნველყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურა მონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მლნ დოლარს შეადგენს.