ძუძუს კიბოს უფასო მკურნალობა ყველასათვის: მედიკამენტების დაფინანსება წელსაც გაგრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2025
გამოწერა
თბილისის მერია სრულად ფარავს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ხარჯებს ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება წელსაც გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სრულად აფინანსებს. ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით უფინანსდება.
„ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ 24.750 და მაქსიმუმ 70.110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და შესაბამისად, ძვირადღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია 18, რიგ შემთხვევაში კი გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.
მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად დედაქალაქის მერიას განცხადებითა და შესაბამისი საბუთებით უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაიცემა.
2024 წლამდე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა.
ყველა ახალი ამბავი
0