https://sputnik-georgia.com/20250326/toledoshi-ilia-topurias-saxelobis-qucha-gaixsna-292662028.html
ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
Sputnik საქართველო
28 წლის მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა. 26.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-26T11:39+0400
2025-03-26T11:39+0400
2025-03-26T11:39+0400
საქართველო
ესპანეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონ ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა. ქართველი მებრძოლის სახელობის ქუჩის გახსნის ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს. ილია თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა. გასულის წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ესპანეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
28 წლის მებრძოლმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა, ოქტომბერში კი წარმატებით დაიცვა.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონ ილია თოფურიას სახელი ესპანეთის ქალაქ ტოლედოს ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა.
ქართველი მებრძოლის სახელობის ქუჩის გახსნის ღონისძიება ტოლედოს ევროპის სპორტის ქალაქად აღიარების პროგრამის ფარგლებში შედგა.
„ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, როცა ქალაქი ტოლედო ასე მაფასებს. აქაურობასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ილია თოფურიამ.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის ოქტომბერში ამერიკელი მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.
ილია თოფურიამ მეტსახელიც შეიცვალა - ის აქამდე ბრძოლებში „მატადორის“ (El Matador) სახელით გამოდიოდა, ხოლო ამიერიდან მას „ლეგენდა“ (La Leyenda) ერქმევა.
გასულის წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.