https://sputnik-georgia.com/20250326/tbilisidan-ciurixshi-pirdapiri-prenebi-shesruldeba-292663543.html
თბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები შესრულდება
თბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები შესრულდება
Sputnik საქართველო
ამჟამად თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები არ არის ხელმისაწვდომი. 26.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-26T15:00+0400
2025-03-26T15:00+0400
2025-03-26T15:00+0400
საქართველო
შვეიცარია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_0:46:2638:1530_1920x0_80_0_0_7a4e4f38ab4cf18121d2b7271a4b4176.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ავიარეისები 12 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება. რეისები Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება. ამჟამად თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები არ არის ხელმისაწვდომი და მგზავრებს სტამბოლის გავლით უწევთ აღნიშნულ მიმართულებაზე გამგზავრება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა. უწყების ცნობით, Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_269:0:2370:1576_1920x0_80_0_0_c65cb5fe8e92bc03eb37782bada5bfc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შვეიცარია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შვეიცარია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისიდან ციურიხში პირდაპირი ფრენები შესრულდება
ამჟამად თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები არ არის ხელმისაწვდომი.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.
ავიარეისები 12 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება. რეისები Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება.
ამჟამად თბილისსა და ციურიხს შორის პირდაპირი ფრენები არ არის ხელმისაწვდომი და მგზავრებს სტამბოლის გავლით უწევთ აღნიშნულ მიმართულებაზე გამგზავრება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.
უწყების ცნობით, Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.