https://sputnik-georgia.com/20250326/saqartvelos-da-serbets-pirdapiri-reisebi-daakavshirebs-292653573.html
საქართველოსა და სერბეთს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
საქართველოსა და სერბეთს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. 26.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-26T14:14+0400
2025-03-26T14:14+0400
2025-03-26T14:14+0400
საქართველო
სერბეთი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. უწყების ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს. მისი თქმით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა.Air Serbia არის პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრე, რომელიც 1927 წელს დაარსდა. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16.839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სერბეთი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სერბეთი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოსა და სერბეთს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს
საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე 2025 წლის 15 ივნისიდან ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში სამი სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე სერბეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air Serbia შემოდის. ავიაკომპანია ოპერირებას ბელგრადსა და თბილისს შორის სრული წლის განმავლობაში განახორციელებს“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არ იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა.
Air Serbia არის პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრე, რომელიც 1927 წელს დაარსდა.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16.839 მგზავრი შეადგინა, რაც 66%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.