https://sputnik-georgia.com/20250326/rustavelis-gamzirze-shenobebic-garemontdeba-292666404.html
კაპიტალური რემონტი: თბილისის მთავარ გამზირზე შენობებიც განახლდება
კაპიტალური რემონტი: თბილისის მთავარ გამზირზე შენობებიც განახლდება
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო... 26.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-26T17:48+0400
2025-03-26T17:48+0400
2025-03-26T17:48+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249847703_0:109:3255:1940_1920x0_80_0_0_33260cad47dc0b8f5e55748e432af220.jpg
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო.მოგვიანებით გადაწყდა სარემონტო სამუშაოები 2025 წლის მაისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით დაწყებულიყო, თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გამზირის რეაბილიტაცია მომავალ წლამდე გადაიდო.თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომავალი წლისთვის გადადების მიზეზები და განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოებია ჩასატარებელი. „კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს“, - განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტრუქტურას.რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია - სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. იგი დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249847703_262:0:2993:2048_1920x0_80_0_0_f4bcbbade9d0ebff2fd22e26c067cde8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კაპიტალური რემონტი: თბილისის მთავარ გამზირზე შენობებიც განახლდება
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტრუქტურას.
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც ითვალისწინებს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო.
მოგვიანებით გადაწყდა სარემონტო სამუშაოები 2025 წლის მაისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებით დაწყებულიყო, თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გამზირის რეაბილიტაცია მომავალ წლამდე გადაიდო.
„თავდაპირველად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა, შემდეგ კი დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომავალი წლისთვის გადადების მიზეზები და განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოებია ჩასატარებელი.
„კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის“, - აღნიშნა მერმა.
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტრუქტურას.
რუსთაველის გამზირის სიგრძე თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მოედნამდე დაახლოებით 1,5 კილომეტრია - სარემონტო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. იგი დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.