18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს

© photo: Georgian Rugby / FB 18-წლამდელთა რაგბის ნაკრები
18-წლამდელთა რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2025
გამოწერა
საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად 2024 წელს ითამაშა და ერთი თამაში მოიგო
თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, „ავჭალის სტადიონზე“ გამართავს, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.
რაც შეეხება ექვსი ერის ფესტივალს, რაგბის ნაკრები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრება და ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს.
ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.
რაგბის კავშირის ცნობით, საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად 2024 წელს ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.
წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება - ნაკრები 14 აპრილს უელსს დაუპირისპირდება, 18 აპრილს კი ირლანდიას შეხვდება.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადებიან:
ნიკოლოზ ტორაძე (რუენი, საფრანგეთი), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), მინდია ხორავა (ორიაკი, საფრანგეთი), შოთა გვრიტიშვილი (ლელო), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), ირაკლი ყოლბაია (ლელო), გიორგი გაბუნია (ლელო), ნიკა ხოშტარია (ფოთი), დავით ხურციძე (ლელო), ლუკა ჭაკუა (ფოთი), ნიკა მიქაძე (ლელო), გოგა ბერიძე (ბათუმი), მათე მახარაძე (ბათუმი), ლუკა შულაია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტაბატაძე (არმია), ბექა წამალაიძე (არმია), საბა გიორგიძე (ლელო), ნიკა ხაფავა (ყოჩები), გიორგი არძენაძე (ბათუმი), გიორგი ზაზაძე (ხარები), თაზო მეიფარიანი (აია), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), ნიკა ფანცულაია (არმია), ტატო ტალახაძე (აია), საბა მერებაშვილი (ლელო), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), რეზო მათიაშვილი (ყოჩები), ნიკა თექთურმანიძე (ხვამლი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), გიორგი ხონელიძე (ლელო), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), გივი ჩიხლაძე (აია), ოთარ ელიაშვილი (გორი), იოსებ ღვინჯილია (ლელო), გოგა უშვერიძე (აია), დათა ახვლედიანი (ლელო), ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), დავით არობელიძე (არმია), საბა მშვილდაძე (აია), ავთანდილ ზვიადაძე (აია), გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), ლუკა ბერძენიშვილი (ლელო).
ყველა ახალი ამბავი
0