https://sputnik-georgia.com/20250325/wknetis-gzatkecilze-perdis-gamagrebis-samushaoebi-maisshi-dasruldeba-292645281.html
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მაისში დასრულდება
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მაისში დასრულდება
Sputnik საქართველო
სამუშაოების ბოლო ეტაპისთვის უახლოეს პერიოდში ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 25.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-25T11:49+0400
2025-03-25T11:49+0400
2025-03-25T11:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24105/95/241059571_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_00d103112fbadae4ac15c79af14069fb.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ფერდის გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება. კალაძის ინფორმაციით, სამუშაოების ბოლო ეტაპისთვის უახლოეს პერიოდში ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება და მოეწყობა ბეტონის კედელი. ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი. პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24105/95/241059571_56:0:944:666_1920x0_80_0_0_c46b4d3172e9e9536c99c969fa3ff266.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები მაისში დასრულდება
სამუშაოების ბოლო ეტაპისთვის უახლოეს პერიოდში ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მერიამ წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოები დაახლოებით რვა თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ფერდის გამაგრების სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება.
„წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გარკვეული მონაკვეთი დაძრული იყო, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს იყო დატერასება, გრუნტის ზედმეტი მასის მოხსნა და ფერდის ჩამოწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს ანკერების მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმდინარე პროექტის გაცნობისას.
კალაძის ინფორმაციით, სამუშაოების ბოლო ეტაპისთვის უახლოეს პერიოდში ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება და მოეწყობა ბეტონის კედელი.
ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი.
პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.