https://sputnik-georgia.com/20250325/rustavelis-gamziris-reabilitacia-2026-wlamde-gadaido-292651311.html
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წლამდე გადაიდო
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წლამდე გადაიდო
Sputnik საქართველო
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება... 25.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-25T15:00+0400
2025-03-25T15:00+0400
2025-03-25T15:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366336_0:89:3000:1777_1920x0_80_0_0_3fc235c24818cd5cb9a8fa08988cf7c3.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მიმდინარე წლის მაისში აპირებდა - კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო. კალაძის განცხადებით, იყო ვარაუდი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო მეტი დროა საჭირო კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად. „რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ, სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, - განაცხადა კალაძემ.პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს და მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები, ასევე განთავსდეს მიწისქვეშა ურნები. რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტრუქტურას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24836/63/248366336_256:0:2744:1866_1920x0_80_0_0_0cc0c0cc3a595e427cd4e7a3fe1e0adf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წლამდე გადაიდო
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჩატარებული კვლევებია, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლისთვის დაიწყება, დაგეგმილზე გაცილებით მეტი დროა საჭირო, რათა კომუნიკაციები მოწესრიგდეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას მიმდინარე წლის მაისში აპირებდა - კალაძემ რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ პირველად 2023 წელს განაცხადა. გამზირის განახლება 2024 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ პროექტი კვლევის ჩატარების აუცილებლობის გამო გადაიდო.
„გარკვეული კვლევები ჩავატარეთ და საკმაოდ მასშტაბური მიწისქვეშა სამუშაოები იქნება განსახორციელებელი. რუსთაველის გამზირზე მიწის ქვემოთ არის კოლექტორი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, ცენტრალურ გამზირზე არც სანიაღვრე სისტემაა, მოუწესრიგებელია წყლის და საკანალიზაციო სისტემა. ყველაფერი არეულია ერთმანეთში. შესაბამისად, მისი დემონტაჟი დროსთან და ვადებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის განცხადებით, იყო ვარაუდი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დასჭირდებოდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო მეტი დროა საჭირო კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად.
„რუსთაველი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ბევრ პრობლემას და დისკომფორტს გამოიწვევს დედაქალაქში. ამიტომ, სამუშაოები მომავალი წლისთვის გადაიწევს“, - განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს და მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები, ასევე განთავსდეს მიწისქვეშა ურნები.
რუსთაველის გამზირის კაპიტალური რემონტი ქალაქის ხელისუფლებას 90 მლნ ლარი დაუჯდება - 60 მლნ ლარი შენობების აღდგენას მოხმარდება, დანარჩენი - საგზაო ინფრასტრუქტურას.