https://sputnik-georgia.com/20250325/ra-sakitxebi-ganixila-rusetma-da-ashsh-292657847.html
ერ-რიადი: რა საკითხები განიხილეს რუსეთმა და აშშ-მ
ერ-რიადი: რა საკითხები განიხილეს რუსეთმა და აშშ-მ
Sputnik საქართველო
დიპლომატის თქმით, რუსეთი შავი ზღვის ინიციატივის „ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით“ განახლების მომხრეა. 25.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-25T20:17+0400
2025-03-25T20:17+0400
2025-03-25T20:17+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/19/292653035_0:145:3123:1902_1920x0_80_0_0_5f746755408f7ede98635dbdc966a753.jpg
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ერ-რიადში გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა „შავი ზღვის ინიციატივა“ იყო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, რუსული მხარე „შავი ზღვის ინიციატივის" განახლების მომხრეა, თუმცა ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით. როგორც მან აღნიშნა, ერ-რიადში რუსეთის დელეგაციამ აშშ-სთან გამართულ შეხვედრაზე „შავი ზღვის ინიციატივის" ჩავარდნის მიზეზები გაიხსენა. მოსკოვის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ვერსია არ უნდა იყოს ორაზროვანი.აშშ-ში ესმით, რომ მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია აიძულოს კიევი შეაჩეროს ტერორისტული თავდასხმები და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა რუსეთში, აღნიშნა მინისტრმა.„შავი ზღვის ინიციატივის" სირთულეებზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი დათანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ყველა მოთხოვნას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კიევმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/19/292653035_197:0:2926:2047_1920x0_80_0_0_f3605ecfccfc7787d6b1da08272a34d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ერ-რიადი: რა საკითხები განიხილეს რუსეთმა და აშშ-მ
დიპლომატის თქმით, რუსეთი შავი ზღვის ინიციატივის „ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით“ განახლების მომხრეა.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ერ-რიადში გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა „შავი ზღვის ინიციატივა“ იყო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში.
„შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილეს, უპირველეს ყოვლისა, შავ ზღვაში სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილების საკითხები“, - აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, რუსული მხარე „შავი ზღვის ინიციატივის" განახლების მომხრეა, თუმცა ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით. როგორც მან აღნიშნა, ერ-რიადში რუსეთის დელეგაციამ აშშ-სთან გამართულ შეხვედრაზე „შავი ზღვის ინიციატივის" ჩავარდნის მიზეზები გაიხსენა. მოსკოვის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ვერსია არ უნდა იყოს ორაზროვანი.
„შავი ზღვის ინიციატივის" განახლების შესაძლებლობაზე საუბრისას, სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსკოვი კიევს სიტყვაზე ვერ ენდობა. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს დასჭირდება მკაფიო გარანტიები, რაც შეიძლება იყოს მხოლოდ ვაშინგტონიდან ზელენსკისადმი ბრძანების შედეგი.
აშშ-ში ესმით, რომ მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია აიძულოს კიევი შეაჩეროს ტერორისტული თავდასხმები და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა რუსეთში, აღნიშნა მინისტრმა.
„შავი ზღვის ინიციატივის" სირთულეებზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი დათანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ყველა მოთხოვნას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კიევმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.