მინისტრის მოადგილე: საქართველო კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2025
გამოწერა
კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველო კორუფციისგან თავისუფლების დონით ქვეყნებს შორის 41-ე ადგილზეა და წლიდან წლამდე გააუმჯობესებს შედეგებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება. კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსში, რომელიც ითვალისწინებს ისეთ წამყვან ფაქტორებს, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველომ მსოფლიოში 33-ე ადგილი დაიკავა, ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის და პირველი ადგილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
„საქართველო მსოფლიოში სახელმწიფოთაშორის 41 -ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ დაახლოებით 19 ქვეყანას უსწრებს. დადასტურდა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის კონტროლი და მმართველობა მიმართულია კორუფციის შემცირებაზე და საქართველო წლიდან წლამდე უკეთეს შედეგებს მიაღწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა დუნდუამ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია Gallup-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის გლობალური რეიტინგი, როგორც მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის ნაწილი.
კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო კორუფციისგან თავისუფლებით 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა.
საქართველომ რეიტინგში გადაუსწრო ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს – იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას
ყველა ახალი ამბავი
0