https://sputnik-georgia.com/20250325/didi-digomi-didubes-tramvait-daukavshirdeba-292643795.html
დიდი დიღომი დიდუბეს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება
დიდი დიღომი დიდუბეს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება
Sputnik საქართველო
ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. 25.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-25T13:39+0400
2025-03-25T13:39+0400
2025-03-25T13:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_99545a91f9c38e1468e64b6c5a74fdba.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმართულებით 7,5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დიდუბეს დაუკავშირდება. კერძოდ, ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო „დიდუბის“ მიმდებარედ იქნება.ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს - ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს: საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას. ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები. ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას. მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV). OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას. პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_812592fb4956777474806e34ccf6925e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
დიდი დიღომი დიდუბეს ტრამვაის ხაზით დაუკავშირდება
ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტროს სადგურ „დიდუბის" მიმართულებით 7,5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დიდუბეს დაუკავშირდება. კერძოდ, ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო „დიდუბის“ მიმდებარედ იქნება.
ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს - ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას.
პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა.