https://sputnik-georgia.com/20250324/saqartvelom-wwtg-sxdomashi-miigo-monawileoba-292640230.html
საქართველომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. 24.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-24T17:12+0400
2025-03-24T17:12+0400
2025-03-24T17:12+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დიდი ბრიტანეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_404c9d9c2712176ab20323726cd9ad0f.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. WWTG - ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციაა, რომელშიც შედიან საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.20-21 მარტს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეზუხლა ესწრებოდა, ღვინით ვაჭრობის რეგულაციებისა და ელექტრონული სერტიფიცირების საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს WWTG-ის როლზე უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ვაჭრობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ღვინის ეტიკეტირების მოთხოვნებზე. 2023 წლის მარტში საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მეორედ გახდა (პირველად WWTG-ის ჯგუფს საქართველო 2014 წელს თავმჯდომარეობდა - რედ.), ერთი წლის ვადით უფლებამოსილების აღსრულებას ქვეყანა 2023 წლის1-ელი მაისიდან შეუდგა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან ქართული მხარის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ამჟამად WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა ავსტრალიაა.World Wine Trade Group-ის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ყოველწლიურად იცვლება.ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში შეთანხმდა მნიშვნელოვანი საკითხები და შემუშავდა დოკუმენტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობას ამარტივებს. 2014 წლის აგვისტოში თბილისში გამართულ WWTG-ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს– ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ– ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_92b1ab7b1f76f39a8b81e9179f60e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დიდი ბრიტანეთი , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
WWTG - ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ასოციაციაა, რომელშიც შედიან საქართველო, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი.
20-21 მარტს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეზუხლა ესწრებოდა, ღვინით ვაჭრობის რეგულაციებისა და ელექტრონული სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.
„ჯგუფის ორდღიანი მუშაობის ფარგლებში მსჯელობა გვქონდა სხვადასხვა სავაჭრო ბარიერზე თუ როგორ შეიძლება გავუადვილოთ ღვინის მწარმოებლებს მათი გადალახვა. გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო მეტი ქართული უნიკალური და ხარისხიანი ღვინო გაიყიდოს საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა მეხუზლამ.
უწყების ცნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს WWTG-ის როლზე უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების ვაჭრობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ღვინის ეტიკეტირების მოთხოვნებზე.
2023 წლის მარტში საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა მეორედ გახდა (პირველად WWTG-ის ჯგუფს საქართველო 2014 წელს თავმჯდომარეობდა - რედ.), ერთი წლის ვადით უფლებამოსილების აღსრულებას ქვეყანა 2023 წლის1-ელი მაისიდან შეუდგა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან ქართული მხარის საქმიანობა დადებითად შეფასდა. ამჟამად WWTG-ის თავმჯდომარე ქვეყანა ავსტრალიაა.
World Wine Trade Group-ის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ყოველწლიურად იცვლება.
ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.
საქართველო WWTG-ს 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში შეთანხმდა მნიშვნელოვანი საკითხები და შემუშავდა დოკუმენტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობას ამარტივებს. 2014 წლის აგვისტოში თბილისში გამართულ WWTG-ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს– ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ– ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.