https://sputnik-georgia.com/20250324/peskovi-ruseti-energoobieqtebze-tavdasxmas-ar-axorcielebs-292645135.html
პესკოვი: რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს
პესკოვი: რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს
Sputnik საქართველო
რუსეთის შეიარაღებული ძალები ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის ყველა ბრძანებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა 24.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-24T20:14+0400
2025-03-24T20:14+0400
2025-03-24T20:14+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ახალი ამბები
აშშ
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_0:239:2789:1808_1920x0_80_0_0_f0c1f93487900d6c3bea37a5d864ac5b.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ ვლადიმირ პუტინის ბრძანებას ასრულებენ, იუწყება РИА Новости.პესკოვმა 21 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშისგან თავს იკავებს, მიუხედავად კიევის რეჟიმის აშკარა დარღვევებისა.18 მარტს პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. როგორც კრემლში განაცხადეს, საუბრისას ტრამპმა წამოაყენა წინადადება ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე, პუტინმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. მეორე დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ კიევის რეჟიმი დრონებით თავს დაესხა ყუბანის ნავთობაზას. როგორც პესკოვმა განაცხადა, კიევის მხრიდან დარტყმების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არ არსებობს.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0d/273002484_30:0:2759:2047_1920x0_80_0_0_c670881b4f0830b4d980ab85d554c68f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ახალი ამბები, აშშ , პოლიტიკა
პესკოვი: რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგოობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს
რუსეთის შეიარაღებული ძალები ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლის ყველა ბრძანებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ ვლადიმირ პუტინის ბრძანებას ასრულებენ, იუწყება
РИА Новости.
პესკოვმა 21 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშისგან თავს იკავებს, მიუხედავად კიევის რეჟიმის აშკარა დარღვევებისა.
„ჯერ-ჯერობით პრეზიდენტის მხრიდან სხვა ბრძანება არ ყოფილა. ჩვენი შეიარაღებული ძალები ასრულებენ უმაღლესი მთავარსარდლის ყველა ბრძანებას", - განაცხადა პესკოვმა.
18 მარტს პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. როგორც კრემლში განაცხადეს, საუბრისას ტრამპმა წამოაყენა წინადადება ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე, პუტინმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.
მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს წინადადებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. მეორე დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინისა და ტრამპის საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ კიევის რეჟიმი დრონებით თავს დაესხა ყუბანის ნავთობაზას. როგორც პესკოვმა განაცხადა, კიევის მხრიდან დარტყმების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არ არსებობს.