https://sputnik-georgia.com/20250324/kobiashvili-gushindeli-incidenti-shesazloa-sanqciebis-mizezi-gaxdes-292641190.html
კობიაშვილი: გუშინდელი ინციდენტი, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს
კობიაშვილი: გუშინდელი ინციდენტი, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს
Sputnik საქართველო
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა. 24.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-24T16:42+0400
2025-03-24T16:42+0400
2025-03-24T16:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
სომხეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_167a337c25dda5d1e4915f99dfb81ea1.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთთან გუშინდელი მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევა, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, რაც დააზარალებს ეროვნულ ნაკრებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. გუშინ, 23 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „დინამო არენაზე" არეულობა დაიწყო - გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც, მისი თქმით, „დინამო არენაზე“ მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. სომხური გამოცემების ინფორმაციით, ქართველები ტრიბუნებზე სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - აყენებდნენ შეურაცხყოფას, უხამს ჟესტებს უჩვენებდნენ, ბოთლებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია. 20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/18/292636509_109:0:1389:960_1920x0_80_0_0_712ff7b9fcc827a84e51a48efd318026.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სომხეთი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, სომხეთი, ახალი ამბები
კობიაშვილი: გუშინდელი ინციდენტი, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს
ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთთან გუშინდელი მატჩის შემდეგ მომხდარი შემთხვევა, შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, რაც დააზარალებს ეროვნულ ნაკრებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 23 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „დინამო არენაზე" არეულობა დაიწყო - გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.
„მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება“, -წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც, მისი თქმით, „დინამო არენაზე“ მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
„თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და, ტრადიციულად, უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
სომხური გამოცემების ინფორმაციით, ქართველები ტრიბუნებზე სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ - აყენებდნენ შეურაცხყოფას, უხამს ჟესტებს უჩვენებდნენ, ბოთლებსა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ, რამაც საპასუხო რეაქცია გამოიწვია.
20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.