https://sputnik-georgia.com/20250324/2026-wlis-chempionatis-shesachev-etapze-metoqeebi-cnobilia-292644468.html
კვლავ ესპანეთი: 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია
კვლავ ესპანეთი: 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. 24.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-24T19:43+0400
2025-03-24T19:43+0400
2025-03-24T19:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635145_0:222:2852:1826_1920x0_80_0_0_942ae2ffe58fbaab76a968a0045bafb7.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე გამოვლინდა - ესპანეთის ნაკრები.ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო და ესპანეთი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და „ევრო-2024"-ის 1/8 ფინალში. საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო. საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი მარცხი თბილისში 2023 წლის 8 სექტემბერს განიცადა – 1:7.შესარჩევ E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. საქართველოს ნაკრების შეხვედრების განრიგი პირველი ტური - 4 სექტემბერიმეორე ტური - 7 სექტემბერი მესამე ტური - 11 ოქტომბერი მეოთხე ტური - 14 სექტემბერიმეხუთე ტური - 15 ნოემბერიმეექვსე ტური - 18 ნოემბერიწილისყრის შედეგად 12 ჯგუფი ჩამოყალიბდა. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 გუნდი) ითამაშებენ პლეი-ოფში, სადაც მათ შეუერთდებიან ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე პირველი ან მეორე ადგილი ვერ დაიკავეს.საკვალიფიკაციო ეტაპის ის ჯგუფები, რომლებსაც ხუთი გუნდი ჰყავთ, შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო ოთხი გუნდის მქონე ჯგუფები - სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართებამსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები: აშშ (11 ქალაქი) – ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას-სიტი, ლოს-ანჟელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და სიეტლი;მექსიკა (სამი ქალაქი)- გვადალახარა, მეხიკო, მონტერეიკანადა (ორი ქალაქი) – ტორონტო, ვანკუვერი.ნიუ-იორკი ჩემპიონატის ფინალს 2026 წლის 19 ივლისს უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282635145_62:0:2791:2047_1920x0_80_0_0_b782ac7f09dc47d2085b626a7c8728b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კვლავ ესპანეთი: 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე გამოვლინდა - ესპანეთის ნაკრები.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო და ესპანეთი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და „ევრო-2024"-ის 1/8 ფინალში. საქართველოს ნაკრებმა სამივე მატჩი წააგო. საქართველოს ნაკრებმა ყველაზე დიდი მარცხი თბილისში 2023 წლის 8 სექტემბერს განიცადა – 1:7.
შესარჩევ E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების შეხვედრების განრიგი
პირველი ტური - 4 სექტემბერი
მეორე ტური - 7 სექტემბერი
მესამე ტური - 11 ოქტომბერი
მეოთხე ტური - 14 სექტემბერი
მეხუთე ტური - 15 ნოემბერი
მეექვსე ტური - 18 ნოემბერი
წილისყრის შედეგად 12 ჯგუფი ჩამოყალიბდა. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 გუნდი) ითამაშებენ პლეი-ოფში, სადაც მათ შეუერთდებიან ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე პირველი ან მეორე ადგილი ვერ დაიკავეს.
საკვალიფიკაციო ეტაპის ის ჯგუფები, რომლებსაც ხუთი გუნდი ჰყავთ, შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ხოლო ოთხი გუნდის მქონე ჯგუფები - სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება
მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები: აშშ (11 ქალაქი) – ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას-სიტი, ლოს-ანჟელესი, მაიამი, ნიუ-იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და სიეტლი;
მექსიკა (სამი ქალაქი)- გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი
კანადა (ორი ქალაქი) – ტორონტო, ვანკუვერი.
ნიუ-იორკი ჩემპიონატის ფინალს 2026 წლის 19 ივლისს უმასპინძლებს.