ძიუდო: თბილისის გრანდ-სლემზე დღეს 13 ქართველი იასპარეზებს

© Sputnik / STRINGERგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2025
გამოწერა
თბილისის გრანდ-სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ-სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის საქართველოს ნაკრების 13 ძიუდოისტი იბრძოლებს, იუწყება „პირველი არხი".
დღეს, ძიუდოისტები ოთხ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ – 90 კგ, 100 კგ,+100 კგ, +78 კგ.
90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.
100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.
წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.
თბილისის გრანდ-სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს.
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, მამაკაცებს შორის კი პირველ ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0