https://sputnik-georgia.com/20250323/saqartvelom-somxeti-didi-angarishit-daamarcxa-292635491.html
საქართველომ სომხეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველომ სომხეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა
Sputnik საქართველო
ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა 23.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-23T19:52+0400
2025-03-23T19:52+0400
2025-03-23T20:05+0400
საქართველო
სპორტი
სომხეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289786690_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_72a707c1b14c899c20523ff91daa5031.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6: 1 დაამარცხა.შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-4 წუთზე გახსნა: გოლი მეტოქის კარში ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, მე-14 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 28-ე წუთზე ეროვნული ნაკრები აროიანის ავტოგოლით დაწინაურდა, 35 წუთზე კი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. გიორგი მიქაუტაძისთვის აღნიშნული გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი მე-20 გოლია.მეორე ტაიმში ანგარიში სომხებმა მაკრატელათი გახსნეს. ეროვნული ნაკრების კარში 48-ე წუთზე გოლი სევიკიანმა გაიტანა. თუმცა, ანგარიშში ხუთბურთიანი სხვაობა 63-ე წუთზე კვლავ აღდგა – სომხეთის ნაკრების კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289786690_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_8dc0b00fe369f113918bf9e15039fc72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, სომხეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, სომხეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველომ სომხეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა
19:52 23.03.2025 (განახლებულია: 20:05 23.03.2025) ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6: 1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-4 წუთზე გახსნა: გოლი მეტოქის კარში ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, მე-14 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ, 23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ, 28-ე წუთზე ეროვნული ნაკრები აროიანის ავტოგოლით დაწინაურდა, 35 წუთზე კი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. გიორგი მიქაუტაძისთვის აღნიშნული გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გატანილი მე-20 გოლია.
მეორე ტაიმში ანგარიში სომხებმა მაკრატელათი გახსნეს. ეროვნული ნაკრების კარში 48-ე წუთზე გოლი სევიკიანმა გაიტანა. თუმცა, ანგარიშში ხუთბურთიანი სხვაობა 63-ე წუთზე კვლავ აღდგა – სომხეთის ნაკრების კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.
ორრაუნდიან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ჯამში ანგარიშით 9:1 დაამარცხა და ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.