https://sputnik-georgia.com/20250323/saqartvelo-somxetis-matchis-gamo-transportis-mozraoba-sheizgudeba-292632206.html
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება 23.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-23T12:17+0400
2025-03-23T12:17+0400
2025-03-23T12:17+0400
საქართველო
სპორტი
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_59e374603a0e86428367320f59223c42.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, საქართელოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება - ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14:00 საათიდან ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უწყების ცნობით, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289794963_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_fa4e10a8dd5a3bc8bccb0098f3678ddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-სომხეთის მატჩის გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, საქართელოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება - ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14:00 საათიდან ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.
ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უწყების ცნობით, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება.