https://sputnik-georgia.com/20250323/saqartelo-da-somxetis-cempionatis-maspinzlobaze-ganacxads-sheitanen-292634448.html
საქართველო და სომხეთი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს წარადგენენ
საქართველო და სომხეთი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს წარადგენენ
Sputnik საქართველო
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს. 23.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-23T17:53+0400
2025-03-23T17:53+0400
2025-03-23T17:53+0400
საქართველო
სომხეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:196:2668:1697_1920x0_80_0_0_a001fea0a6bce53b138bb10578a27bf3.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები 2029 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთობლივ მასპინძლობაზე FIFA-ში ოფიციალურ განაცხადს წარადგენენ.ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის გაკეთების შესახებ ოფიციალურად 2024 წლის ივნისში გამოაცხადეს - ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, სომხეთში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის აშენება ქალაქ დილიჯანსა და იჯევანში.2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.გარდა ამისა, საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის თბილისში გამართვის თაობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს - ქვეყანა განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დედაქალაქში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება.სტადიონის მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება. ამჟამად, კონცეფცია და არქიტექტურული პროექტი შემუშავების სტადიაშია.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/07/268307784_0:141:2294:1862_1920x0_80_0_0_c25c8271e94b0e2672574c25352bdee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და სომხეთი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადს წარადგენენ
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები 2029 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთობლივ მასპინძლობაზე FIFA-ში ოფიციალურ განაცხადს წარადგენენ.
ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის გაკეთების შესახებ ოფიციალურად 2024 წლის ივნისში გამოაცხადეს - ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, სომხეთში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის აშენება ქალაქ დილიჯანსა და იჯევანში.
2024 წლის ნოემბერში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თბილისს ეწვია, მან დადებითად შეაფასა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა, მათ შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია.
2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
გარდა ამისა, საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის თბილისში გამართვის თაობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს - ქვეყანა განაცხადს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დედაქალაქში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება.
სტადიონის მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება. ამჟამად, კონცეფცია და არქიტექტურული პროექტი შემუშავების სტადიაშია.