https://sputnik-georgia.com/20250323/ramdenad-tanasori-arian-qalebi-da-mamakacebi-gaeros-kvleva-292630797.html
რამდენად თანასწორი არიან ქალები და მამაკაცები საქართველოში? გაეროს კვლევა
რამდენად თანასწორი არიან ქალები და მამაკაცები საქართველოში? გაეროს კვლევა
Sputnik საქართველო
აქართველოში აქტიურად უჭერენ მხარს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას, თუმცა, ამასთან, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, უმეტეს შემთხვევაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური... 23.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-23T11:53+0400
2025-03-23T11:53+0400
2025-03-23T11:53+0400
საქართველო
გაერო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/83/248248373_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_7c914de445a82fc11af7fec8c6094cae.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალები და მამაკაცები თანასწორი არიან, თუმცა, რიგ საკითხებში გენდერული როლების მკვეთრი დაყოფა ხდება, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაში.კვლევა საქართველოში მცხოვრები 18 წლის და უფროსი ასაკის ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.ფონდის დასკვნის მიხედვით, საქართველოში აქტიურად უჭერენ მხარს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას, თუმცა, ამასთან, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, უმეტეს შემთხვევაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ძალის ლიდერი მამაკაცი უნდა იყოს.გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მამაკაცები უფრო აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, ქალები კი თავიანთ პოზიციას გამოხატავენ სოციალურ ქსელებში, მათ შორის პოლიტიკურ და აქტუალურ სოციალურ საკითხებზე.ამავე დროს, მკვლევარები აღნიშნავენ კონსერვატიულ მიდგომას ქალთა კარიერული ზრდის მიმართ საქართველოში.კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალებს აქვთ კარიერული ზრდის უფლება და მამაკაცებთან თანაბარი შესაძლებლობები ამ საკითხში, მათი მთავარი საზრუნავი ოჯახია.ასევე, რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მამაკაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები და სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ოჯახი. ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობამ მამაკაცი დაასახელა ოჯახის უფროსად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ პირად და აღნიშნა, რომ ქალები პასუხისმგებელი არიან ყველა საოჯახო საქმეზე და ბავშვის მოვლაზე, ხოლო მამაკაცები პასუხისმგებელი არიან ყოფითი საკითხების მოგვარებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/83/248248373_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_14751388d6bd763bab411ca487914086.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაერო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გაერო, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენად თანასწორი არიან ქალები და მამაკაცები საქართველოში? გაეროს კვლევა
აქართველოში აქტიურად უჭერენ მხარს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას, თუმცა, ამასთან, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, უმეტეს შემთხვევაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ძალის ლიდერი მამაკაცი უნდა იყოს.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოში ქალები და მამაკაცები თანასწორი არიან, თუმცა, რიგ საკითხებში გენდერული როლების მკვეთრი დაყოფა ხდება, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაში.
კვლევა საქართველოში მცხოვრები 18 წლის და უფროსი ასაკის ქალებისა და მამაკაცების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა.
„საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების მიმართ დადებითია. ამის მიუხედავად, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საშინაო ვალდებულებების განაწილება, ბავშვის მოვლის საკითხები და ქალისა და მამაკაცის როლები, მოსახლეობა კვლავ რჩება კონსერვატიული ნორმების ერთგული“, - ნათქვამია კვლევაში.
ფონდის დასკვნის მიხედვით, საქართველოში აქტიურად უჭერენ მხარს ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას, თუმცა, ამასთან, როგორც მამაკაცები, ისე ქალები, უმეტეს შემთხვევაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ძალის ლიდერი მამაკაცი უნდა იყოს.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მამაკაცები უფრო აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, ქალები კი თავიანთ პოზიციას გამოხატავენ სოციალურ ქსელებში, მათ შორის პოლიტიკურ და აქტუალურ სოციალურ საკითხებზე.
ამავე დროს, მკვლევარები აღნიშნავენ კონსერვატიულ მიდგომას ქალთა კარიერული ზრდის მიმართ საქართველოში.
კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალებს აქვთ კარიერული ზრდის უფლება და მამაკაცებთან თანაბარი შესაძლებლობები ამ საკითხში, მათი მთავარი საზრუნავი ოჯახია.
ასევე, რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მამაკაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ქალები და სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ოჯახი.
ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობამ მამაკაცი დაასახელა ოჯახის უფროსად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ პირად და აღნიშნა, რომ ქალები პასუხისმგებელი არიან ყველა საოჯახო საქმეზე და ბავშვის მოვლაზე, ხოლო მამაკაცები პასუხისმგებელი არიან ყოფითი საკითხების მოგვარებაზე.