https://sputnik-georgia.com/20250323/kobaxidzem-pashinians-umaspinzla-292634859.html
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. 23.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-23T17:00+0400
2025-03-23T17:00+0400
2025-03-23T17:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სომხეთი
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_0:209:2000:1334_1920x0_80_0_0_43622978f560ed14cd753b01c330ed09.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.დღეს, საქართელოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება - ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_217:216:1707:1334_1920x0_80_0_0_2655b1045e8dfbc1817173fecb56f127.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთი, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთი, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.
დღეს, საქართელოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება - ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას",- დაწერა კობახიძემ პლატფორმა X-ზე.
20 მარტს საქართველოს ნაკრებმა ერევანში გამართულ მატჩში სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლები გაიტანეს გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი - რედ.) და გიორგი ქოჩორაშვილმა.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.