https://sputnik-georgia.com/20250322/saqartvelo-2030-wlistvis-sesazloa-energodamoukidebeli-qveyana-gaxdes-292628756.html
საქართველო 2030 წლისთვის შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს
საქართველო 2030 წლისთვის შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს
Sputnik საქართველო
ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადებიდან 61 ქარის ელექტროსადგურის პროექტია, 133 - ჰიდროენერგეტიკული პროექტი და 241 - მზის ენერგიის პროექტი. 22.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-22T17:28+0400
2025-03-22T17:28+0400
2025-03-22T17:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284116998_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_728bb29286f8cb6853b7706db0f72f70.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ინვესტორების ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში იზრდება და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს, მიღწევადია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზარდი მოხმარების ფონზე ამ სექტორის განვითარება აუცილებელია.ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადებიდან 61 - ქარის სადგურების პროექტებია, 133 - ჰიდროენერგეტიკული პროექტებია, ხოლო 241 - მზის ენერგეტიკის პროექტები.ტურაშვილის თქმით, ფასთა შორის სხვაობის მხარდაჭერის პრინციპი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ენერგეტიკის სექტორს მხარდაჭერისთვის, მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.ოფიციალური მონაცემებით, 2013-2024 წლებში საქართველოში 64 ჰიდროელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური და 2 თბოელექტროსადგური აშენდა.ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის მოხმარება გაიზრდება თითქმის 70%-ით და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ მოიხმარა 14,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2023 წლის მონაცემებზე 5,1%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2023 წლის მონაცემზე 1,1%-ით ნაკლებია.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 11,3 მილიარდი კილოვატ საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი კილოვატ საათი. „ქართლის“ ქარის სადგურმა გამოიმუშავა 77,57 მლნ კვტ/სთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0a/284116998_0:0:1427:1070_1920x0_80_0_0_856208928c57aaafd8127319334ac5d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო 2030 წლისთვის შესაძლოა ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს
ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადებიდან 61 ქარის ელექტროსადგურის პროექტია, 133 - ჰიდროენერგეტიკული პროექტი და 241 - მზის ენერგიის პროექტი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ინვესტორების ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში იზრდება და მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს, მიღწევადია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზარდი მოხმარების ფონზე ამ სექტორის განვითარება აუცილებელია.
„სამინისტროში შემოსულია 435 წინადადება პირდაპირი მოლაპარაკების გზით. ის გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს, რომ 2030 წლისთვის ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, გახლავთ რეალისტური და მიღწევადი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოსული განაცხადების იდენტიფიცირება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხილვა“, - აცხადებს ტურაშვილი.
ეკონომიკის სამინისტროში შესული განაცხადებიდან 61 - ქარის სადგურების პროექტებია, 133 - ჰიდროენერგეტიკული პროექტებია, ხოლო 241 - მზის ენერგეტიკის პროექტები.
ტურაშვილის თქმით, ფასთა შორის სხვაობის მხარდაჭერის პრინციპი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შესთავაზა ენერგეტიკის სექტორს მხარდაჭერისთვის, მიმზიდველია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ოფიციალური მონაცემებით, 2013-2024 წლებში საქართველოში 64 ჰიდროელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური და 2 თბოელექტროსადგური აშენდა.
ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის მოხმარება გაიზრდება თითქმის 70%-ით და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ მოიხმარა 14,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2023 წლის მონაცემებზე 5,1%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2023 წლის მონაცემზე 1,1%-ით ნაკლებია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 11,3 მილიარდი კილოვატ საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი კილოვატ საათი. „ქართლის“ ქარის სადგურმა გამოიმუშავა 77,57 მლნ კვტ/სთ.