https://sputnik-georgia.com/20250322/opozicia-adgilobriv-arcevnebsi-monawileobis-sakitxze-direqtivas-elodeba-wilosani-292627310.html
ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დირექტივას ელოდება - წილოსანი
ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დირექტივას ელოდება - წილოსანი
Sputnik საქართველო
ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ უცხოური ინტერესებით ხელმძღვანელობს, ამტკიცებს პოლიტიკოსი 22.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-22T15:21+0400
2025-03-22T15:21+0400
2025-03-22T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548756_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_f11dd220c37823421d2834665f1f3eed.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მითითებებს ელოდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.მერების და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო განცხადებებს არ აკეთებს.მისი თქმით, ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ უცხოური ინტერესებით ხელმძღვანელობს.„ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან“, - განაცხადა წილოსანმა.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ.საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია, მერის არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი.2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0a/277548756_0:0:1281:961_1920x0_80_0_0_0462413126927acca72ea72333481b12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დირექტივას ელოდება - წილოსანი
ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ უცხოური ინტერესებით ხელმძღვანელობს, ამტკიცებს პოლიტიკოსი
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მითითებებს ელოდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მერების და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო განცხადებებს არ აკეთებს.
„ის ფაქტი, რომ რადიკალი ოპოზიციონერები კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევიან, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ის ერთხაზოვანი დირექტივა, რომელსაც ისინი გარედან იღებენ ხოლმე, არ აქვთ მიღებული“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ უცხოური ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„ამ რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხო გავლენების ხარჯზე საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს, რადგან იმ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ პარტიებს იმისთვის მისცეს ხმა, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ, გაეჟღერებინათ თავისი ამომრჩევლის ინტერესები, იდეები და ემუშავათ. ამ შემთხვევაში მათ ერთი ხელის მოსმით გვერდით გადადეს ქართველი ხალხი და ხალხის ის ნაწილი, რომელიც მათი ამომრჩეველია და პირდაპირ უცხო გავლენებზე გააკეთეს არჩევანი, ვისგანაც ფინანსდებიან“, - განაცხადა წილოსანმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რაიონის მცხოვრებნი ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია, მერის არჩევნებზე - ხმების 50%-ზე მეტი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“.