https://sputnik-georgia.com/20250322/biznesistvis-riaa-roitersi-saqartvelos-sainvesticio-garemoze-292626382.html
„ბიზნესისთვის ღიაა“ – Reuters საქართველოს საინვესტიციო გარემოზე
„ბიზნესისთვის ღიაა“ – Reuters საქართველოს საინვესტიციო გარემოზე
Sputnik საქართველო
ვიდეორგოლში ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმატებულ მუშაობაზე და აღნიშნულია, რომ ის აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის... 22.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-22T13:48+0400
2025-03-22T13:48+0400
2025-03-22T13:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_de2bba5582a0838a4621eac41e23e53f.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა საქართველოს უწოდა ბიზნესისთვის ღია ქვეყანა და ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ქვეყანაში ინვესტორებს იზიდავს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.Reuters-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი და სტატია საქართველოს შესახებ, რომელიც აღწერს ქვეყანას, როგორც სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის უნიკალურ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, მის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი 21-ე საუკუნის დინამიურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად იქცა.გარდა ამისა, Reuters-მა ისაუბრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმატებულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ის აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაზე.„სააგენტოს მონაწილეობით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოზიდული საინვესტიციო პროექტების მთლიანმა მოცულობამ 6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც გამოიწვია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა“, - ნათქვამია ვიდეოში.Reuters-ის გადამღებ ჯგუფს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაც მათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღები ჯგუფი საწარმოებს ესტუმრა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა.ბიზნესის მხარდაჭერასამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_8872f6d004d38de4716a35a916ed0c05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, აწარმოე საქართველოში
„ბიზნესისთვის ღიაა“ – Reuters საქართველოს საინვესტიციო გარემოზე
ვიდეორგოლში ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმატებულ მუშაობაზე და აღნიშნულია, რომ ის აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაზე.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საერთაშორისო სააგენტო Reuters-მა საქართველოს უწოდა ბიზნესისთვის ღია ქვეყანა და ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომლებიც ქვეყანაში ინვესტორებს იზიდავს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
Reuters-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი და სტატია საქართველოს შესახებ, რომელიც აღწერს ქვეყანას, როგორც სტრატეგიულ სავაჭრო ჰაბს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მის უნიკალურ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, მის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.
„ქვეყანა აშკარად ღიაა ბიზნესისთვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ეკონომიკური სტაბილურობა მათი ინტერესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია - საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 9,7% იყო, რაც აშკარად მეტყველებს ეკონომიკის მდგრადობაზე", - ნათქვამია ვიდეოში.
ვიდეოში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი 21-ე საუკუნის დინამიურ, თანამედროვე ბიზნეს ცენტრად იქცა.
გარდა ამისა, Reuters-მა ისაუბრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმატებულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ის აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაზე.
„სააგენტოს მონაწილეობით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოზიდული საინვესტიციო პროექტების მთლიანმა მოცულობამ 6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რამაც გამოიწვია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა“, - ნათქვამია ვიდეოში.
Reuters-ის გადამღებ ჯგუფს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უმასპინძლა. ჟურნალისტებს ასევე საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელმაც მათ ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა გააცნო. გადამღები ჯგუფი საწარმოებს ესტუმრა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.