https://sputnik-georgia.com/20250320/tbilisis-meris-postze-kalazis-kandidatura-ualternativoa-kobaxize-292593645.html
თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა - კობახიძე
თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა - კობახიძე
Sputnik საქართველო
კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე უკვე ორჯერ აირჩიეს 20.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-20T15:49+0400
2025-03-20T15:49+0400
2025-03-20T15:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
თბილისის მერია
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კახა კალაძის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ალტერნატივა არ ექნება, მისი პირადი რეიტინგისა და გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.კალაძე, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატია, თბილისის მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს. ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. მაშინ კალაძემ ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, მაშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ - 44,3%.კობახიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაც მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე.„ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია, გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება“, - აღნიშნა პრემიერმა.მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია სამჯერ, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება დედაქალაქში, აღნიშნა კობახიძემ.„ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაუწიოს მმართველ გუნდს. მისი თქმით, წინა არჩევნებზე სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და აქედან მმართველმა პარტიამ 900.000-ზე მეტი ხმა მიიღო.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.საკრებულოს პროპორციული არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთვის გადასალახი ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", "ლელო საქართველოსთვის" და "საქართველოსთვის".დანარჩენმა პარტიებმა, თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი", რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაიონში შედეგები ცალ-ცალკე ითვლება. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსი კონკრეტულ რაიონში გასამარჯვებლად.აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად მმართველი პარტია ოპოზიციასთან ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , თბილისის მერია, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , თბილისის მერია, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა - კობახიძე
კახა კალაძე თბილისის მერის პოსტზე უკვე ორჯერ აირჩიეს
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. კახა კალაძის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ალტერნატივა არ ექნება, მისი პირადი რეიტინგისა და გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კალაძე, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატია, თბილისის მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს. ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. მაშინ კალაძემ ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, მაშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ - 44,3%.
„რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რადგან გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ, ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაც მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე.
„ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია, გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია სამჯერ, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება დედაქალაქში, აღნიშნა კობახიძემ.
„ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაუწიოს მმართველ გუნდს. მისი თქმით, წინა არჩევნებზე სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და აქედან მმართველმა პარტიამ 900.000-ზე მეტი ხმა მიიღო.
„შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2.100.000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900.000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოს პროპორციული არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტებისთვის გადასალახი ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთობა - ნაციონალური მოძრაობა", "ლელო საქართველოსთვის" და "საქართველოსთვის".
დანარჩენმა პარტიებმა, თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი", რომელმაც ერთადერთმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაიონში შედეგები ცალ-ცალკე ითვლება. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ეყოფა რესურსი კონკრეტულ რაიონში გასამარჯვებლად.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად მმართველი პარტია ოპოზიციასთან ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.