https://sputnik-georgia.com/20250320/sastiki-mkvleloba-gldansi-ert-pirs-brali-waredgina-292608294.html
სასტიკი მკვლელობა გლდანში: ერთ პირს ბრალი წარედგინა
სასტიკი მკვლელობა გლდანში: ერთ პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 20.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-20T19:06+0400
2025-03-20T19:06+0400
2025-03-20T19:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მკვლელობა 19 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
სასტიკი მკვლელობა გლდანში: ერთ პირს ბრალი წარედგინა
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობა 19 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს განსაკუთრებული სისასტიკით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.