https://sputnik-georgia.com/20250320/sadguris-moedans-dadianis-qucastan-saavtomobilo-xidi-daakavsirebs-292607107.html
სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან საავტომობილო ხიდი დააკავშირებს
სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან საავტომობილო ხიდი დააკავშირებს
Sputnik საქართველო
პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. 20.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-20T17:17+0400
2025-03-20T17:17+0400
2025-03-20T17:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24481/12/244811221_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_98a7b68a3d9491bb752fa3c49ce79052.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს ჯამში 280 მეტრი სიგრძის სააავტომობილო ხიდი დააკავშირებს. თბილისის მერიის გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპირალისებური ხიდი დადიანის ქუჩიდან დაიწყება და დაეშვება სადგურის მოედანზე. ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა, პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მერიის ცნობით, პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. პროექტის მიხედვით, ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ერთი მიმართულებით ერთ საათში ხიდმა 800 ავტომობილი უნდა გაატაროს. საპროექტო ტერიტორია მოიცავს კერძო საკუთრებას, სახლებს და მიწის ნაკვეთებს, რომელიც დეტალურად გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აღწეროს. კვანძის პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24481/12/244811221_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_ed5db2bc6176f1525bcfbd972ebad001.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან საავტომობილო ხიდი დააკავშირებს
პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს ჯამში 280 მეტრი სიგრძის სააავტომობილო ხიდი დააკავშირებს.
თბილისის მერიის გამოქვეყნებული ინფორმაციით, სპირალისებური ხიდი დადიანის ქუჩიდან დაიწყება და დაეშვება სადგურის მოედანზე.
ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა, პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მერიის ცნობით, პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
პროექტის მიხედვით, ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ერთი მიმართულებით ერთ საათში ხიდმა 800 ავტომობილი უნდა გაატაროს.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს კერძო საკუთრებას, სახლებს და მიწის ნაკვეთებს, რომელიც დეტალურად გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა აღწეროს.
კვანძის პროექტი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა.