რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - მონაცემები დაზუსტდა

© photo: Sputnikტანკერი ფოთის პორტში
ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2025
გამოწერა
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 28,1%-ით მეტია.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-თებერვალში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,6%-ით გაიზარდა და 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,7 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,6%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-თებერვალი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

835,4

4,0

იმპორტი

2 732,2

19,6

სულ

3 567,6

15,6

ექსპორტმა 835,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 4%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 28,1%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, წამლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-თებერვალი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

მსუბუქი ავტომობილები

285,2

8,6

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

39,6

17,3

სპირტიანი სასმელები

29,4

-16,3

ღვინო

29,4

-38,3

მინერალური წყლები

25,4

16,8

2025 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტად გაიზარდა თხილის და სხვა კაკლოვანების (45,1%), დამუშავებული, დაუმუშავებელი ან ფხვნილის ოქროს (41,3%), მინერალური წყლების (28,9%) და ძვირფასი მეტალების და კონცენტრატების მადნების (17,3%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა ფეროშენადნობების (60,5%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (38,3%) და სპირტიანი სასმელების (16,3%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-თებერვალი

საქონელი

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

ნახატები

481,1

534 924,9

მსუბუქი ავტომობილები

326,8

-16,5

ნავთობპროდუქტები

202,1

8

გაზი

145,4

14,3

მედიკამენტები

95,7

-7,3

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 534 924,9%-ით, ასევე ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ქანდაკებებისა და სტატუეტების - 60 117,6%-ით იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა სატელეფონო აპარატების (30,6%-ით), წნელების ნახშირბადიანი ფოლადისგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (24,4%-ით), მსუბუქი ავტომობილების (16,5%-ით), მედიკამენტების (7,3%-ით) და სატვირთო ავტომობილების (1%-ით) ექსპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი აშშ-ს უკავია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 486,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,6%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი: 2025 წლის იანვარი-თებერვალი

ქვეყნები

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

აშშ

486,8

89,6

რუსეთი

416,2

1,4

თურქეთი

384,3

-18,7

ჩინეთი

279,3

25,8

დიდი ბრიტანეთი

278,4

1 061,3

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, გერმანია, ყაზახეთი და სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0