https://sputnik-georgia.com/20250320/mati-saqmianoba-gaumwvirvale-iyo-kobaxize-fondebis-angarisebis-dayadarebis-sesaxeb-292609635.html
მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე იყო - კობახიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ
მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე იყო - კობახიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ხუთი ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადო, გამოძიების ვერსიით, ამ ანგარიშებზე პროტესტების დროს უკანონო საქმიანობის ორგანიზებისთვის... 20.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-20T22:03+0400
2025-03-20T22:03+0400
2025-03-20T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290993744_0:448:2048:1600_1920x0_80_0_0_3726a12ba5b33e3f158954efd85e31d5.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეხმარებოდნენ საპროტესტო აქციების დროს კანონდამრღვევებს ჯარიმების გადახდაში, იყო სრულიად გაუმჭვირვალე და პროკურატურის პრეროგატივაა, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.17 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც, გამოძიების თანახმად, საპროტესტო აქციების დროს უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის გროვდებოდა და გაიცემოდა თანხები. პროკურატურის ინფორმაციით, ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევდა კანონდამრღვევებსა და მათი ოჯახის წევრებს. თანხები ასევე ხმარდებოდა ჯარიმების გადახდას - საუბარია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულ თანხაზე, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება.სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და საზოგადოება დაინახავს იმას, თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები, ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს, იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნა პრემიერმა.„ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერის თქმით, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი.გამოძიების დეტალები17 მარტს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 ფონდის საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა. პროკურატურის მოთხოვნით, დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები: Nanukas Found, Prosperity, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია" და Georgian Human Rights House (საქართველოს ადამიანის უფლებათა სახლი).პროკურატურის ცნობით, მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულია 2 მლნ ლარზე მეტი.ე.წ. „ფონდები" მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების წახალისებაზე, ასევე ამ დანაშაულის ჩასადენად საჭირო აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად, აღნიშნეს პროკურატურაში.კერძოდ, მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“ „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.როგორც პროკურატურაში განმარტეს, აღნიშნული თანხები გამიზნული იყო ძალადობრივი ჯგუფების დასაფინანსებლად, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმის დროს „მოწინავე ხაზზე" იყვნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რომელთა შედეგად დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების ათობით თანამშრომელი, ასევე დემონსტრანტებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები.როგორც პროკურატურაში განმარტეს, საბანკო ანგარიშები და სახსრები დაყადაღდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ე.წ. „ფონდების“ თანხების დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ე.წ „მარშებმა და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეცტექნიკა.„გარდა ამისა, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს", - ნათქვამია განცხადებაში.აღნიშნულის გამო განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.გამოძიებით დადგინდა, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით.პროკურატურაში აღნიშნეს, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ.კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.აქციები თბილისშისაქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290993744_0:256:2048:1792_1920x0_80_0_0_3cbf6d205be3a4f316a523480d9c8a58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე იყო - კობახიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ
საქართველოს პროკურატურამ ხუთი ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადო, გამოძიების ვერსიით, ამ ანგარიშებზე პროტესტების დროს უკანონო საქმიანობის ორგანიზებისთვის თანხები გროვდებოდა
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეხმარებოდნენ საპროტესტო აქციების დროს კანონდამრღვევებს ჯარიმების გადახდაში, იყო სრულიად გაუმჭვირვალე და პროკურატურის პრეროგატივაა, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
17 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც, გამოძიების თანახმად, საპროტესტო აქციების დროს უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის გროვდებოდა და გაიცემოდა თანხები. პროკურატურის ინფორმაციით, ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევდა კანონდამრღვევებსა და მათი ოჯახის წევრებს. თანხები ასევე ხმარდებოდა ჯარიმების გადახდას - საუბარია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულ თანხაზე, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება.
„როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ამ ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე. თუ ასეთი ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რითაც იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, კარგი, არ უნდოდათ შემომწირველების გასაჯაროება, მაგრამ ხარჯები მაინც გამოექვეყნებინათ?“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სწორედ გამოძიებას შეუძლია, ამოიღოს დეტალური ინფორმაცია და საზოგადოება დაინახავს იმას, თუ სინამდვილეში რაზე იხარჯებოდა კონკრეტული თანხები, ნახავს მიზნობრიობას და ყველა დაინახავს, იქ არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, აღნიშნა პრემიერმა.
„ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში, ამიტომ წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს ნურც ფონდის მმართველები და ნურც სხვები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი.
„ვნახოთ, შეიძლება, გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები, შეიძლება არა, ამას დაადგენს პროკურატურა. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, არც ჩემი, არც რომელიმე სხვა მოქალაქის. ეს არის პროკურატურის პრეროგატივა და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
17 მარტს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 ფონდის საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა. პროკურატურის მოთხოვნით, დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები: Nanukas Found, Prosperity, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია" და Georgian Human Rights House (საქართველოს ადამიანის უფლებათა სახლი).
პროკურატურის ცნობით, მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულია 2 მლნ ლარზე მეტი.
ე.წ. „ფონდები" მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების წახალისებაზე, ასევე ამ დანაშაულის ჩასადენად საჭირო აღჭურვილობისა და საშუალებების შესაძენად, აღნიშნეს პროკურატურაში.
კერძოდ, მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“ „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, აღნიშნული თანხები გამიზნული იყო ძალადობრივი ჯგუფების დასაფინანსებლად, რომლებიც სამართალდამცველებზე თავდასხმის დროს „მოწინავე ხაზზე" იყვნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რომელთა შედეგად დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების ათობით თანამშრომელი, ასევე დემონსტრანტებმა მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანებები.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, საბანკო ანგარიშები და სახსრები დაყადაღდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ე.წ. „ფონდების“ თანხების დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ე.წ „მარშებმა და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.
ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეცტექნიკა.
„გარდა ამისა, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულის გამო განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
გამოძიებით დადგინდა, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ.
კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.
საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა დაკავებები მოჰყვა. შედეგად, დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შელახვის მცდელობასა და გარე ძალების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით ე.წ. „ევრომაიდანის" რევოლუციური სცენარის გამეორებაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ყოველ საღამოს მართავენ და გზას კეტავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.