https://sputnik-georgia.com/20250318/saqartveloshi-investiciebi-mcirdeba-axali-statistika-292536200.html
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება. 18.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-18T16:17+0400
2025-03-18T16:17+0400
2025-03-18T16:17+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ad8b678b4ee5a3bb9d50522bbc069604.jpg.webp
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით 29,9%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება.სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს სააქციო კაპიტალმა 483,7 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელთან შედარებით 60,1%-ით ნაკლები. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 26,4%-ით შემცირდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, მარშალის კუნძულებიდან და გერმანიიდან.რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები„საქსტატის" ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება. ინვესტიციები ასევე განხორციელდა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროებში. საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_ad7d857f88505578897abe4b82d33a1f.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2023 წელთან შედარებით 29,9%-ით შემცირდა და 1,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად
სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება.
სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს სააქციო კაპიტალმა 483,7 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელთან შედარებით 60,1%-ით ნაკლები. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 26,4%-ით შემცირდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში - 2024 წელი. ქვეყნების ტოპ-სამეული
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
დიდი ბრიტანეთი | 448,2 | 33,6 |
მალტა | 175,8 | 13,2 |
ნიდერლანდები | 151,7 | 11,4 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა აშშ-დან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან, მარშალის კუნძულებიდან და გერმანიიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
„საქსტატის" ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება.
ინვესტიციები საქართველოში - 2024 წელი. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 526,5 | 39,5 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 170,2 | 12,8 |
უძრავი ქონება | 155,3 | 11,6 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, სასტუმროებისა და რესტორნების, ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროებში.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.