https://sputnik-georgia.com/20250318/mikrosapinanso-organizaciebi-met-sesxs-gascemen-292559864.html
მეტი თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის
მეტი თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის
Sputnik საქართველო
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ერთ მოქალაქეზე გასაცემი კრედიტის ლიმიტი 100 ათასის ნაცვლად 200 ათასი ლარი იქნება. 18.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-18T22:00+0400
2025-03-18T22:00+0400
2025-03-18T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283536270_0:128:3068:1854_1920x0_80_0_0_9b3022a20df6203d8ba950bfd2f7febd.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ ადამიანზე გასაცემი საკრედიტო ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ერთ მოქალაქეზე გასაცემი კრედიტის ლიმიტი 100 ათასის ნაცვლად 200 ათასი ლარი იქნება.2024 წელს ანალოგიური წესი კომერციულ ბანკებზეც გავრცელდა.ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის დამატებით წესებს განსაზღვრავს.საქართველოში სესხის ასაღებად აუცილებელია შემოსავლის და გადახდისუნარიაობის დადასტურება.2025 წლის იანვარში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, 459,03 მლნ ლარით, ანუ 0,74%-ით გაიზარდა და 1 თებერვლისთვის 62,68 მილიარდი ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 36,05 მილიონი ლარით, ანუ 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 422,98 მილიონი ლარით, ანუ 1,57%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/16/283536270_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_68541463617697bca7765fcd615577a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მეტი თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ერთ მოქალაქეზე გასაცემი კრედიტის ლიმიტი 100 ათასის ნაცვლად 200 ათასი ლარი იქნება.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ ადამიანზე გასაცემი საკრედიტო ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ერთ მოქალაქეზე გასაცემი კრედიტის ლიმიტი 100 ათასის ნაცვლად 200 ათასი ლარი იქნება.
2024 წელს ანალოგიური წესი კომერციულ ბანკებზეც გავრცელდა.
ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის დამატებით წესებს განსაზღვრავს.
საქართველოში სესხის ასაღებად აუცილებელია შემოსავლის და გადახდისუნარიაობის დადასტურება.
2025 წლის იანვარში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, 459,03 მლნ ლარით, ანუ 0,74%-ით გაიზარდა და 1 თებერვლისთვის 62,68 მილიარდი ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 36,05 მილიონი ლარით, ანუ 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 422,98 მილიონი ლარით, ანუ 1,57%-ით.