https://sputnik-georgia.com/20250318/gela-uzilaurs-brali-warudgines-292553956.html
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ძმაა. 18.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-18T16:42+0400
2025-03-18T16:42+0400
2025-03-18T16:52+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება. მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი. გამოძიების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ჯანგველაძეს და მის თანხმლებ პირს. სროლის დროს ასევე სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლევან ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის 17 მარტს დააკავეს. გელა უძილაურს ბრალდება სსკ-ის 19.109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს
16:42 18.03.2025 (განახლებულია: 16:52 18.03.2025) მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ძმაა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.
მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი.
გამოძიების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ჯანგველაძეს და მის თანხმლებ პირს. სროლის დროს ასევე სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს.
მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლევან ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის 17 მარტს დააკავეს.
გელა უძილაურს ბრალდება სსკ-ის 19.109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.