ვოლსკი: „ენჯეოებმა" დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის მცდელობებით გაითქვეს სახელი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2025
გამოწერა
„უცხოური აგენტების შესახებ“ FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული კანონის ქართული თარგმანი საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის სახით 25 თებერვალს დარეგისტრირდა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელი გაითქვეს დესტრუქციითა და დესტაბილიზაციის მცდელობებით, მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული კანონის ქართული თარგმანის პროექტის განხილვა მარტის დასაწყისში დაიწყო. FARA-ს ამერიკული ვერსია ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არამხოლოდ უცხოური დაფინანსების მქონე არაკომერციული იურიდიული პირთათვის, არამედ ყველასათვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის. შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელი გაითქვეს დესტრუქციითა და დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობებით, რაც, რასაკვირველია, კიდევ ორმაგ პასუხისმგებლობას ადებს სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილდეს ქვეყანას და მის სტაბილურობას", - განაცხადა ვოლსკიმ.
მოცემულ შემთხვევაში სტრუქტურებმა, რომლებიც არავის აურჩევია, მონაწილეობა არ უნდა მიიღონ საგანგებო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში, განაცხადა პოლიტიკოსმა. და არც საზოგადოებას აქვს ის ინტერესი, რომ აღნიშნულ საკითხებში მათი მონაწილეობა იყოს აუცილებელი.
„უცხოური აგენტების შესახებ“ FARA-ს (Foreign Agents Registration Act) ამერიკული კანონის ქართული თარგმანი საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის სახით 25 თებერვალს დარეგისტრირდა - მისი ინიციატორები მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალაა".
„გამჭვირვალობის კანონი“
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
დასავლეთის ქვეყნების მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღეს და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
ყველა ახალი ამბავი
0