https://sputnik-georgia.com/20250317/saministro-bolo-periodshi-xanzris-araerti-kera-dapiqsirda-292525219.html
ბოლო პერიოდში ხანძრის არაერთი კერა დაფიქსირდა: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ბოლო პერიოდში ხანძრის არაერთი კერა დაფიქსირდა: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
Sputnik საქართველო
სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T13:00+0400
2025-03-17T13:00+0400
2025-03-17T13:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281574449_2:0:628:352_1920x0_80_0_0_2aab8ecc111b4b59101e8ab5a4438ff9.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის წესებს. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად კი ადამიანთა დაუდევრობა განიხილება. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას - კანონი ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში. ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას. კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281574449_81:0:550:352_1920x0_80_0_0_7475b611a37f643e3dd8d07c8043a43f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ბოლო პერიოდში ხანძრის არაერთი კერა დაფიქსირდა: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის წესებს.
უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად კი ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.
„ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას - კანონი ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას.
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ითვა