https://sputnik-georgia.com/20250317/saakashvils-12-wkut-da-6-tvit-patimroba-sheeparda-292526603.html
სააკაშვილს კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანეს განაჩენი: რამდენ წელს გაატარებს იგი ციხეში?
სააკაშვილს კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანეს განაჩენი: რამდენ წელს გაატარებს იგი ციხეში?
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T12:39+0400
2025-03-17T12:39+0400
2025-03-17T15:25+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191857_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_974cf233f7b3a66b81262e5d77ab4d4d.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.თუმცა, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, განაჩენთა ერთობლიობით აღნიშნულ სასჯელს დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეფარდებული 8-წლიანი სასჯელი და საერთო ჯამში სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საქართველოს კანონმდებლობით სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამრიგად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2030 წლის ოქტომბერში გათავისუფლდება, თუ ის არ იქნება შეწყალებული ან პირობით ვადამდე გათავისუფლებული. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პირობით გათავისუფლების შესახებ - კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს დანაშაულის სიმძიმით, რისკების შეფასებით და მსჯავრდებულის ქცევით.სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭეს მართავდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.სააკაშვილის დაკავების მიზეზი ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა: დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება. აღნიშნულ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, სასამართლომ კიდევ ორი საქმის განხილვა დაიწყო - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა. გასულ კვირას სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/03/279191857_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_e85eeb2d5dd9eaab4a1a237322a81c50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სააკაშვილს კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანეს განაჩენი: რამდენ წელს გაატარებს იგი ციხეში?
12:39 17.03.2025 (განახლებულია: 15:25 17.03.2025) მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თუმცა, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, განაჩენთა ერთობლიობით აღნიშნულ სასჯელს დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეფარდებული 8-წლიანი სასჯელი და საერთო ჯამში სააკაშვილს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
სააკაშვილი სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საქართველოს კანონმდებლობით სასჯელის მოხდის ვადის ათვლა 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამრიგად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2030 წლის ოქტომბერში გათავისუფლდება, თუ ის არ იქნება შეწყალებული ან პირობით ვადამდე გათავისუფლებული. შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პირობით გათავისუფლების შესახებ - კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს დანაშაულის სიმძიმით, რისკების შეფასებით და მსჯავრდებულის ქცევით.
სააკაშვილს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭეს მართავდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დაბინავდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმსა და თბილისში.
ფოთის ნავსადგურში, სადაც სააკაშვილი ბორნით ჩამოვიდა, ყოფილ პრეზიდენტსა და ცომაიას ელოდნენ შალვა და ზურაბ წოწორიები თავიანთი მანქანით. ამ მანქანით სააკაშვილი და ცომაია სოფელ ტყვირში გაემგზავრნენ.
რაც შეეხება გიორგი ნარიმანიძეს, მან სააკაშვილი და ცომაია ტრაილერით თბილისში ჩაიყვანა.
სააკაშვილის დაკავების მიზეზი ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა: დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და „საქართველოს ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალება. აღნიშნულ საქმეებზე ექს-პრეზიდენტს 6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა, სასამართლომ კიდევ ორი საქმის განხილვა დაიწყო - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა. გასულ კვირას სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ექს-პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დაკავების მომენტიდან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სააკაშვილმა ციხეში ექვს თვეზე ნაკლები დრო გაატარა, პატიმრობის დანარჩენი დრო მას აქვს გატარებული კლინიკებში: ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე - თბილისში კლინიკა „ვივამედში“.