https://sputnik-georgia.com/20250317/ratom-amkacreben-narkopolitikas-deputatis-pasuxi-292529042.html
რატომ ამკაცრებენ საქართველოში ნარკოპოლიტიკას? დეპუტატის პასუხი
რატომ ამკაცრებენ საქართველოში ნარკოპოლიტიკას? დეპუტატის პასუხი
Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T17:49+0400
2025-03-17T17:49+0400
2025-03-17T17:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/57/245975793_0:416:1000:979_1920x0_80_0_0_eb8a243cb1eb466bda375066eda4baf3.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან ლიბერალურმა მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ხელისუფლების დღის წესრიგში მისი გამკაცრების საჭიროება დადგა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს იხილავს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოვაჭრობის ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას. 14 მარტს პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.„ქართული ოცნების" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებლებს ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევათ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოშისაქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/57/245975793_0:323:1000:1073_1920x0_80_0_0_51af5475485a928ec1b29ff848d91a2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კანონმდებლობა, ახალი ამბები
რატომ ამკაცრებენ საქართველოში ნარკოპოლიტიკას? დეპუტატის პასუხი
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ნარკოპოლიტიკასთან ლიბერალურმა მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ ხელისუფლების დღის წესრიგში მისი გამკაცრების საჭიროება დადგა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს იხილავს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოვაჭრობის ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას. 14 მარტს პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.
„ნარკოპოლიტიკასთან ლიბერალურმა მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ დღის წესრიგში მისი გამკაცრების საჭიროება დადგა. ნარკოტიკების გამყიდველებისთვის სასჯელი 12-დან 20 წლამდე გამკაცრდება. ამ შემთხვევაში, შეიძლება უვადოც იყოს და უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა საუბარი დიდ ოდენობაზე თუ მცირე ოდენობაზეა", - განაცხადა სალიამ.
„ქართული ოცნების" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებლებს ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევათ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოში
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.
ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.
გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.