https://sputnik-georgia.com/20250317/ragbis-nakrebis-wevrebi-girsebis-ordenebit-daajildoves-292523138.html
რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
„ბორჯღალოსნები" ევროპის 17-გზის ჩემპიონები არიან. გასულ წელს ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 36:10 დაამარცხეს. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T12:13+0400
2025-03-17T12:13+0400
2025-03-17T12:13+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 16 მარტს გამართულ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის გუნდი ანგარიშით 46:28 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა. ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს - დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. პრემიერმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
„ბორჯღალოსნები" ევროპის 17-გზის ჩემპიონები არიან. გასულ წელს ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 36:10 დაამარცხეს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
16 მარტს გამართულ 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის გუნდი ანგარიშით 46:28 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.
ეროვნული ნაკრები ღირსების ორდენზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს - დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში, განსაკუთრებული სიყვარული გვაქვს სპორტის ამ სახეობის მიმართ. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიცით, რომ ვითარდება საქართველოში რაგბი და მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ქართული რაგბი კიდევ ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა მორაგბეებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება და 2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება მიულოცა.
„წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ორ წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება. თქვენ ხართ ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ძალიან ღირსეული თაობის, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას “, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.