https://sputnik-georgia.com/20250317/psj-marseli-daamarcdxa-292522244.html
„პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა
„პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა
Sputnik საქართველო
აღნიშნული მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა... 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T11:49+0400
2025-03-17T11:49+0400
2025-03-17T11:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_c7dacd40c3b9c2a99d65de729aa28315.jpg.webp
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ყველაზე ახლო მდევარს, მეორეადგილოსანს და პრინციპულ მეტოქეს, „მარსელს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დაპირისპირებაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა კვარაცხელიამ განავითარა – მეტოქის დაცვის ხაზში თავისუფალი სივრცე მონახა და შეტევა ფაბიან რუისს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა.42-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა ნუნუ მენდეშმა გაზარდა და შესვენებამდე მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.მეორე ტაიმის დასაწყისში „მარსელმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში აშრაფ ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში პოლ ლიროლამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.აღნიშნული მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა.„პარი სენ-ჟერმენი" 29 მარტს „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/0b/292450048_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_733c04958ece1f5cb73bc6bbf9049da3.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„პარი სენ-ჟერმენმა“ კონკურენტი „მარსელი“ დაამარცხა
აღნიშნული მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ყველაზე ახლო მდევარს, მეორეადგილოსანს და პრინციპულ მეტოქეს, „მარსელს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის დაპირისპირებაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა კვარაცხელიამ განავითარა – მეტოქის დაცვის ხაზში თავისუფალი სივრცე მონახა და შეტევა ფაბიან რუისს გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა.
42-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა ნუნუ მენდეშმა გაზარდა და შესვენებამდე მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში „მარსელმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში აშრაფ ჰაკიმის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში პოლ ლიროლამ ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აღნიშნული მოგებით „პარი სენ-ჟერმენმა“ (68) „მარსელთან“ (49) უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა და სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, ფაქტობრივად, ჩემპიონობა გაინაღდა.
„პარი სენ-ჟერმენი" 29 მარტს „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.