მიქაუტაძე „ლიონი“-„ლე ავრის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

© Olympique Lyonnais - OLგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2025
გამოწერა
შეხვედერა „ლიონის" გამარჯვებით - 4:2 დასრულდა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ფრანგული „ლეონის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ლიონი“-„ლე ავრის" მატჩში მიქაუტაძემ მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა და დროის აღნიშნულ მონაკვეთში ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
„ლიონი“ ანგარიშით 1:2 აგებდა. 77-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი შევიდა და თამაშის სურათი შეიცვალა.
მიქაუტაძემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა – მალიკ ფოფანას (79) და ტიაგო ალმადას (90+7) გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავადაც ულამაზესი გოლი გაიტანა და სამმა ანალიტიკურმა პორტალმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძის შეფასებები:
Flashscore-ი – 8.7;
Sofascore-ი – 9.4;
Whoscored-ი – 8.6.
შეხვედერა „ლიონის" გამარჯვებით - 4:2 დასრულდა.
2024 წლის ივლისში გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სადაც მიქაუტაძე საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა მშობლიური „ლიონის“ ფეხბურთელი, რომლის შემადგენლობაშიც ახალგაზრდობაში თამაშობდა. მანამდე მიქაუტაძე მეორე ლიგის კლუბ „მეცში“ თამაშობდა.
მიქაუტაძის შეძენა „ლიონს“ 18,5 მილიონი ევრო დაუჯდა. კონტრაქტი 2028 წლის 20 ივნისამდეა გათვლილი. გასული წლის დეკემბერში მიქაუტაძე საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0