https://sputnik-georgia.com/20250317/chxaidze-gripis-virusebis-piki-gadavlilia-292532606.html
ჩხაიძე: საქართველოში გრიპის ვირუსების პიკი უკვე გადავლილია
ჩხაიძე: საქართველოში გრიპის ვირუსების პიკი უკვე გადავლილია
Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T20:15+0400
2025-03-17T20:15+0400
2025-03-17T20:15+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251834_0:186:3068:1913_1920x0_80_0_0_f83f521a2fa01cbeb9d5eac0796edd98.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა, თუ მარტის დასაწყისში გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა იგი 79%-მდე შემცირდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იყო გაზრდილი. თუ გასული დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, მარტის დასაწყისში მან 85%-ს მიაღწია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაზრდილი იყო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. ჩხაიძის განცხადებით, თუმცა, კვლავ მაღალია პედიატრიულ განყოფილებებში პაციენტების მიმართვიანობა. მისი თქმით, თუ სეზონის დასაწყისში A ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს. ჩხაიძემ ჰაერის ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251834_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_18562aa3abb481292ef55c0102585cf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩხაიძე: საქართველოში გრიპის ვირუსების პიკი უკვე გადავლილია
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა, თუ მარტის დასაწყისში გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა იგი 79%-მდე შემცირდა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
იანვრის დასაწყისიდან საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იყო გაზრდილი. თუ გასული დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო წილში გრიპის ხვედრითი შემადგენლობა 25% იყო, მარტის დასაწყისში მან 85%-ს მიაღწია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაზრდილი იყო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
„თებერვლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ყოველ კვირა მცირდება იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებული არიან რესპირაციული ვირუსებით. მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გრიპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებად ვირუსად. გრიპი წარმოადგენს დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, თუმცა, კვლავ მაღალია პედიატრიულ განყოფილებებში პაციენტების მიმართვიანობა. მისი თქმით, თუ სეზონის დასაწყისში A ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს.
ჩხაიძემ ჰაერის ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სითბო და სიცივე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა როდესაც რესპირაციულ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - მზიან ამინდში ბავშვები დროს ღია სივრცეში ატარებენ, აცივებისას კი დახურულ სივრცეში ბრუნდებიან, სადაც უფრო მეტია ვირუსების გავრცელების ალბათობა“, - განაცხადა მედიკოსმა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.