https://sputnik-georgia.com/20250317/avstrielma-instruqtorebma-mashvelebistvis-swavleba-chaatares-292532816.html
ავსტრალიელმა ინსტრუქტორებმა ქართველი მაშველებისთვის სწავლება ჩაატარეს
ავსტრალიელმა ინსტრუქტორებმა ქართველი მაშველებისთვის სწავლება ჩაატარეს
Sputnik საქართველო
სწავლება ავსტრიის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. 17.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-17T21:00+0400
2025-03-17T21:00+0400
2025-03-17T21:00+0400
საქართველო
ავსტრია
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/11/292530642_0:81:1600:981_1920x0_80_0_0_55ada5b71ae8bb44e5437cb714e2a2dc.jpg
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ავსტრიელმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს სამთო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩაუტარეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაუკვალავი თოვლიდან დაშავებულთა გამოყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ზვავის პირობებში სამაშველო აქტივობის განხორციელება, სათხილამურო აღჭურვილობის შემოწმება და სხვა. სწავლება ავსტრიის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/11/292530642_93:0:1508:1061_1920x0_80_0_0_f6e2f65e501ac4f95fe2353c36e9ec11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავსტრია, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავსტრია, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, ახალი ამბები
ავსტრალიელმა ინსტრუქტორებმა ქართველი მაშველებისთვის სწავლება ჩაატარეს
სწავლება ავსტრიის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ავსტრიელმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს სამთო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩაუტარეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გაუკვალავი თოვლიდან დაშავებულთა გამოყვანა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ზვავის პირობებში სამაშველო აქტივობის განხორციელება, სათხილამურო აღჭურვილობის შემოწმება და სხვა.
სწავლება ავსტრიის ა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.