წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaტყის ხანძრები
ტყის ხანძრები - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2025
გამოწერა
მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ატარებდნენ.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება ქართული მედია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხაში ხანძარი გუშინ საღამოს 10-მდე ლოკაციაზე გაჩნდა - ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ატარებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის არცერთი კერა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არ იყო და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0