https://sputnik-georgia.com/20250316/deputati-ocneba-narkopolitikas-momavali-taobebistvis-amkacrebs-292519558.html
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკას მომავალი თაობების გამო ამკაცრებს
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკას მომავალი თაობების გამო ამკაცრებს
Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. 16.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-16T18:58+0400
2025-03-16T18:58+0400
2025-03-16T18:57+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_618d153357d264f03393e1088767732f.jpg
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მომავალი თაობების დასაცავად გეგმავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, 17 მარტს გააგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოგასაღების ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას. 14 მარტს პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.მისი თქმით, მსგავსი რეფორმები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც ყველაფერი, რაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგია, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.„სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - განაცხადა დეპუტატმა.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.„ქართული ოცნების" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებლებს ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევათ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოშისაქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24357/79/243577957_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_de391de80020cba1dff5bb965b849d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკას მომავალი თაობების გამო ამკაცრებს
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მომავალი თაობების დასაცავად გეგმავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, 17 მარტს გააგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოგასაღების ორგანიზებულ დანაშაულთა სიაში შეტანას, ასევე ნარკოტიკების გაყიდვისთვის უფრო მკაცრ სასჯელსა და ნარკომომხმარებლებისთვის რიგი შეზღუდვების დაწესებას. 14 მარტს პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო.
„ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას აქვს ერთადერთი ეს მიზანი, სხვა მიზანი ამას არ გააჩნია. რომ ჩვენი მომავლის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სახელმწიფო, ადეკვატური და სწორი ასეთი მძიმე გამოწვევების წინააღმდეგ, რაც ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ შედის", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი რეფორმები რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში არ დგას, რადგანაც ყველაფერი, რაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგია, მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„სადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რამ კეთდება, იქ რადიკალები არიან ამ ყველაფრის წინააღმდეგ", - განაცხადა დეპუტატმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
„ქართული ოცნების" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. გარდა ამისა, ნარკომომხმარებლებს ხუთი წლის ვადით ჩამოერთმევათ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
ნარკოტიკებთან ბრძოლა საქართველოში
საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებები ყველაზე გავრცელებულია. მხოლოდ 2024 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული 5,6 ათასი დანაშაული დაფიქსირდა. მართალია, 2023 წელთან შედარებით მათი რიცხვი 15,1%-ით შემცირდა, თუმცა, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაული 5-ჯერ გაიზარდა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ნარკოტიკების რეალიზაციას შეიტანენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სიაში რეკეტთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულებთან ერთად.
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციისთვის სასჯელი შენახვა-შეძენაზე დაწესებულ სასჯელზე ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ამასთან, ორგანიზებული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის კანონი სასჯელის უმაღლეს ზომას - უვადო თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს.
ასევე, ნებისმიერი ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შეეზღუდებათ მათი უფლებები და აეკრძალებათ სკოლებში, უნივერსიტეტებში მუშაობა და არჩევნებში მონაწილოება.
გარდა ამისა, დაწესდება ჯარიმები დაკავების ან გონივრული ეჭვის შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე თავის არიდების გამო.