https://sputnik-georgia.com/20250316/ar-dawvat-narchenebi-departamenti-moasxleobas-aprtxilebs-292517960.html
არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება
არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება
Sputnik საქართველო
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით იკრძალება. 16.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-16T21:00+0400
2025-03-16T21:00+0400
2025-03-16T21:00+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292515181_0:463:1200:1138_1920x0_80_0_0_b04619d8812053116df38af3526643cf.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარეული ნარჩენების დაწვა იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ – ნიადაგის დეგრადაციას.ამასთან, ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1,3 ათას ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.სტატისტიკის მიხედვით, ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრების გამო ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292515181_0:350:1200:1250_1920x0_80_0_0_93f544fb73f29826392dbfdbd8c0a17f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით იკრძალება.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მცენარეული ნარჩენების დაწვა იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ – ნიადაგის დეგრადაციას.
ამასთან, ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.
უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების დაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1,3 ათას ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტატისტიკის მიხედვით, ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრების გამო ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.